Digital Poetry notes

Informational field (map)

ჩანაწერი

იმისთვის რომ პროცესმა რეალური მეტაფიზიკური ხასიათი შეიძინოს და გახდეს შინაგანი ძალების კანონზომიერებებს დაქვემდებარებული საჭიროა ორი მხარე… რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ძალაუფლების მონეტა. მის ერთ მხარეს იქნება ასახული ავტორიტეტი ხოლო მეორე მხარეს დაქვემდებარებული სუბიექტი. რეალურად ყველაფერი რასაც ჩვენს ვუყურებთ სწორედ ამ მონეტის ორ მხარეს ემორჩილება. ძალაუფლებრივი დისკურის მოქმედებს უნივერსიტეტებში, სკოლებში, სახელმწიფო ინსტიტუტებში, კომერციულ დაწესებულებებში, პირად საუბრებში. ეს ადამიანური ბუნების უმკაცრესი მოთხოვნილებაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მოქმედებს და როგორც ჩანს არაფრით აპირებს რაიმე ტიპის ცვლილებას დაექვემდებაროს.
ამიტომ მე სწორ სტრატეგიად მიმაჩნია მოცემული სისტემის პირველ რიგში მყარად გაცნობიერება. იმისათვის რომ ეს პროცესი გავიგოთ საჭიროა გავერკვეთ მეტაფიზიკურ ტერიტორიაში და ჩვენი პოზიციის დაფიქსირება/აღმოჩენა მოვახდინოთ. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება შემდგომ ნაბიჯს აზრი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ერთ ადგილს დავტკეპნით და წინ არ წავალთ. ნიჰილიზმი ამ კონტექსტში გვევლინება ის უმთავრესი იარაღი რითიც უნდა იბრძოლოს სუბიექტმა მეტაფიზიკურ ტერიტორიაზე. რათა შეინარჩუნოს მეტა იდენტობა და არ გახდეს იმ ნაკადების მსხვერპლი რომელიც მოედინება ყოველი მხრიდან.
სტრატეგიების შემუშავება შეიძლება იმ ინფორმაციული ბანკის საშუალებითაც რასაც იძლევა წიგნები, არქივები და ბიოგრაფიები. ადამიანების შემოქმედება რომლებიც მის მეტაპოზიციებს ასახავს არის მინიშნებები ტერიტორიაზე, რომელიც აღწერს მას როგორც რუკას და არაგაბნეულ მისამართებს. პრაქტიკები რომლებიც დაეხმარება ნებისმიერ მეომარს ტერიტორიაზე უნდა მიიღებოდეს და გამოიცდებოდეს ანალიტიკურ და ექსპერიმენტულ გარემოში.
ჩვენს რეალობაში რევოლუციამ როგორც იმიჯმა საკმარისი მარცხი იწვნია იმისთვის რომ ადამიანებს უარეყოთ იგი. რევოლუცია უნდა მოკვდეს! რევოცულია უნდა მოკვდეს როგორც მეტა ამბავი და დაიწყოს რევოლუცია რევოლუციის ენის გარეთ. რევოლუცია რომელიც მოიტანს პროცესს და არა კონსუმერისტულ საზოგადოებას.

Letter to Mom.

There’s enough room for me

isn’t anymore.

Mum, please don’t aware me

anymore, anymore.

You’ll never know how much it will long…

Cause I’m going far away

Far away…

As the train on railways goes.

ეშმაკის კალო – ვაჟა ჩორდელი (ანალიზი)

ამ წერილის მიზანი არ არის ტექსტის პროფესიული ლიტერატურული ანალიზი.  ვეცდები მას მხოლოდ ფართო ინტერპრეტაცია მივცე, რაც ვფიქრობ   მსგავსი ჩამოწერილი ლიტერატურული ტექსტებისთვის საჭიროა.

      წიგნის წინასიტყვაობაში წერია, რომ იგი ერთი ხანი გამომცემლობის თაროზე იყო შემოდებული და გაურკვეველი მიზეზებით არ იბეჭდებოდა. როდესაც მკითხველი ნელნელა მიყვება ტექსტის კითხვას მიხვდება თუ რატომ ერიდებოდნენ მის გამოქვეყნებას თავიდან ბოლომდე (მანამდე მხოლოდ ნაწილი იქნა გამოქვეყნებული). ავტორი მხატვრული სახეებით პირდაპირ აჩვენებს თანამედროვეობის კანტორული ცხოვრების ესთეტიკას და ბევრგან არ ერიდება იუმორნარევ ეროტიულ პასაჟებს. მართალია ზოგი სახე მოძველებულია არქაული და სასაცილო, მაგრამ შინაარსის თვალისაზრისით ღირს ტექსტისთვის თვალის გადავლება. იგი პირდაპირ ასახავს ცნობიერების ნაკადს - გვხდება ფიქრების ისეთი მიმდინარეობა სადაც ლოგიკური ჯაჭვი დარღვეულია და რეალობას აცდენილი. ტექსტი ფაქტიურად ადამიანის შეუძლებლობის დაცინვაა, მისი უუნარობის და სუსტი წერტილების ამსახველი.

      რომ დავკონკრეტდე, მოქმედება 50-60-იანი წლების საბჭოთა თბილისის გარეუბანში ხდება. ქარხნული უბნები, მასთან არსებულ ლუდხანაში სასმელს დატანებული მშრომელი პროლეტარიატი, ახალი დასახლებები, მაყუთზე მოჩალიჩე რიგითი მშრომელები, შინაბერა ქალიშვილები და საპირისპირო  სქესს მონატრებული მოხელეები ბევრგან გვხვდება ტექსტში.

        თუმცა ამ ყველაფრის ფონზე მკითხველი ხედავს მთავარ პერსონაჟს-საავტომობილო ქარხნის საბუღალტრო კანტორის მოხელეს, მშრომელი მუშების ერთგულსა და თანამგრძობს ბუდარ ლოზანაშვილს. მისი მისწრაფება ცხოვრებაში მხოლოდ და მხოლოდ ისაა რომ იაროს სახლიდან კანტორაში და კანტორიდან სახლში, იანგარიშოს ციფრები და ითვალოს ბალანსები. მისი ცხოვრების რითმი ერთფეროვანი და რუტინულია. ეს ყველაფერი გრძელდება მანამდე სანამ მისი გარემოს ადაპტირებული  ცნობიერება  ქალის შიშველ სხეულს არ წააწყდება - სექსუალური რევოლუცია ბუდარ ლოზანაშვილისთვის აქედან იწყება. ეს პროცესი მისთვის ფიქრების და ნევროტული მდგომარეობის თანმდევია.

      “ღია, თხელფარდიანი ფანჯრის მიღმა ჯერ ჭაღი აინთო მერე კი კულულები ჩამოიყარა. ქალის შიშველი მკერდი გამოჩნდა. ქალს დიდი და ძირს დაწეული ქათქათა ძუძუები ჰქონდა. ქალი რაფას მოადგა, ძუძუები ყუმბარებივით ესროლა ქუჩას, მერე ფარდის სქელმა ქსოვილმა ქუჩა და ძუძუები ერთმანეთს გაყარა.”

      ამ პასაჟში ყველაზე საინტერესო ლოზანაშვილის რეაქციაა:”იტყვის ახალი ის ქალი, ის კაცი მდარაჯობდაო… სირცხვილმა შემიკრა ფეხი, სირცხვილმა”.

      ლოზანაშვილის სექსუალური წარუმატებელი გამოცდილება მხოლოდ ერთ ეპიზოდში ჩანს, ისიც ახალგაზრდობის მოგონებებიდან. შეიძლება აქ ბიოლოგიურ დარღვევასთან გვაქ საქმე, მაგრამ აქ მთავარი მაინც პერსონაჟის ფსიქოლოგიური ასპექტია  მნიშვნელოვანი დეტალია - აღმოჩენა საკუთარ თავში იმისა რომ სირცხვილის და გაუცხოების განცდა მას მთელი წარსულის მანძილზე თანმსდევია. იგი ბუდარ ლოზანაშვილის ბავშვობის დროინდელ ფსიქტრამვულობაზე მიუთითებს, რომელიც შემდგომ რეპრესირებული ფიქრებით გამოვლინდება.

      რომანს ორ ეტაპად ყოფს- კანტორის თანამშრომლის მიერ ინსპირირებული სასიყვარულო წერილი და ქუჩაში ნანახი ქალის პასაჟები.  აქედან მოყოლებული ლოზანაშვილი იწყებს საკუთარი თავის ანალიზს და გამოსავლის ძიებას. გამოსავალი მისთვის ხან კარაბადინის რეცეპტები და ხან რელგიური რიტუალებია, რომლებიც კიდევ უფრო უმწეო მდგომარეობაში აგდებს მას.

      საბოლოოდ კი ცნობიერება წყდება. იგი აბსოლუტურ გაუცხოებას განიცდის გარემოს მიმართ.არაცნობიერის გამოვლინება აპათიურ ფორმებში გადადის-სექსუალური აქტის თვალთვალი და საკუთარ თავთან ხმამაღლა საუბარიც ხომ ამის ნიშანია. მთავარი ფინალური აკორდი კი რომანს ლოგიკურად უსვამს წერტილს ლოზანაშვილის ცხოვრებას -უგონო მდგომარეობაში ლოზანაშვილი პირველად, იბოჭავს თოკით სხეულს, ხოლო შემდგომ კი მისით თავს იხრჩობს.”გუგების ფსკერზე ცვედანი ლოზანაშვილი კი არა კაცი ლოზანაშვილი აირეკლა… ირონიული ღიმილი დაედო ბაგეს…”. ასე დრამატულად და ორსახოვნად ასულებს ავტორი რომანს “ეშმაკის კალო”.

სოფელი ტენტონი

სოფელი ტენტონი

ფანჯრის მინაზე მჯდომი

ბუზის გამჭვირვალე ფრთებიდან–

მოსჩანს თოვლიანი მთის მინდვრები.

მზესუმზირის სუტრა

მზესუმზირის სუტრა

მე მივდიოდი  დაბინძურებულ, კონსერვებიან  ნავსადგურის სანაპიროზე

და დავჯექი „სამხრეთის წყნარი ოკეანის“ ლოკომოტივის უზარმაზარ ჩრდილქვეშ რათა მეყურებინა მზის ჩასვლისათვის და მეტირა.

ჩემს გვერდით ჯეკ კერუაკი, ძველი კომპანიონი ჟანგიან რკინის მილზე

ჩამოჯდა,  მოღუშული, ლურჯი და მოწყენილი თვალებით, მაშინარული ხის სქელ რკინის ფესვებით გარს  შემორტყმულთ ერთი ფიქრი გვიტრიალებდა.

მდინარის ნავთობიანი წყალი ირეკლავდა წითელ ცას,  მზე ეშვებოდა სან

ფრისკოს მწვერვალებზე, მდინარეში თევზები არ ცოცხლობდნენ,

არც ვინმე სულიერი ამ მთებში, მხოლოდ ჩვენ თვალებჩასისხლიანებულნი და ნაბახუსევნი, როგორც მოხუცი უპოვრები მდინარისპირას, დაღლილნი და ნათაღლითარნი.

შეხედე მზესუზმირას, თქვა მან და გამოჩნდა მკვდარი ნაცრისფერი      

ჩრდილი ცის პირდაპირ, დიდი როგორც კაცი, წამომართული  ძველი ნახერხის გროვიდან

–მე წამოვიჭერი აღტაცებული–ეს ჩემი პირველი მზესუმზირა იყო,

მოგონებები  ბლეიკზე,–ჩემი ხედვები– ჰარლემი

და ჯოჯოხეთები აღმოსავლეთ მდინარეების,  ხმაშეპარული ხიდების ჯოს

ცხიმიანი სენდვიჩები, ეტლები მკვდარი ბავშვებით, შავი უმოძრაო ბორბლები მივიწყებული და გამოუცვლელი, მდინარისპირა ლექსი, პრეზერვატივები  და მოსაწევები,  რკინის დანები, არაფერი დასაჟანგი მხოლოდ ნესტიანი ჭუჭყი და სამართებელი– წარსულის ბასრი  არტეფაქტების წყება–

და ნაცრისფერი მზესუმზირა ჩამავალ მზის ფონზე, ბებერი და 

გაბლიკული, გამტვერილი მურით, ნისლით და ძველი ლოკომოტივის კვამლით მის თვალებში–

უფერული გვირგვინის ფურცლები დაშვებული და დატეხილი, როგორც

შელახული გვირგვინი, თავთავი ამომძვრალნი მისი სახიდან, რომელიც მალე უკბილო პირსახეს გამოუჩენს მზიან ჰაერში,

გამქრალი მზის სხივი თმიანი თავიდან  გამომშრალი ობობის ქსელივით,

ფოთლები გამოშვერილი როგორც ღეროდან მკლავები,

ნახერხოვან ფესვების ჟესტები, შავი ტოტებიდან ჩამოცვენილი თაბაშირის დამტვრეული ნაწილები, მკვდარი ბუზი მის ყურში.

რარიგ უღვთო და შელახული იყავ, ჩემო მზესუმზირავ, ჩემო სულო,

ო, როგორ მიყვარდი მაშინ მე.

და ჭუჭყი რომელიც არ ყოფილა ადამიანის ჭუჭყი არამედ სიკვდილისა და

ადამიანთა მატარებლების.

ყველა ეს სამოსი მტვრისა, ეს პირბადე რკინიგზის ტყავის,

ეს ნისლი შენი ლოყების, ქუთუთოები  შავი საიდუმლოსი, შენი გაჭვარტლული ხელოვნური ხელი ან ფალოსი ან სიმსივნე უარესია  ვიდრე- ჭუჭყი- ინდუსტრიული-თანამედროვე-ყველაფერი ამ ცივილიზაციისა, რომელიც თავს იყრის შენს გიჟმაჟ ოქროს გვირგვინში-

ეს უფერული ფიქრები სიკვდილზე, უსიყვარულო მტვრიანი თვალები და

ჩიხები, და დანაოჭებული ფესვები სილისა და ნახერხის უზარმაზარ სახლ ქვეშ,  რეზინის დოლარები, მაშინარიის ტყავი, ნაწლავები და შიგნეული მოტირალი, ხველა ამტყდარი მანქანებისა, ცარიელი და კენტად დარჩენილი ჟანგმოდებული ენაგადმოგდებული კონსერვები,მეტი კიდევ  რაღა ვთქვა გარდა ფალოს სიგარეტის ნაფერლფლისა, ურიკის საშოს, მანქანების რძიან ცურებისა,

სკამიდან აწეული ნახმარ ტრაკებისა და დინამოს კუნთებისა - ყველაფერი ეს

გახლართული  შენს მუმიფიცირებულ  ფესვებში- და შენ მდგარს ჩამავალ

მზეს ზურგშექცეული, მთელი შენი დიდებულებით!

უმშვენიერესო, მზესუმზირავ! უნაკლო, უმშვენიერესო არსებავ

მზესუმზირისა!თბილი და ბუნებრივია შენი მზერა ახლადამოსული ნახევარმთვარისაკენ, მღვიძარე და აღელვებული ეჭიდები ჩამავალი მზის ჩრდილში ყოველთვიურად ამომავალ  მზის მონაბერ ოქროსფერ  ნიავს!

რამდენმა ბუზმა გაიფრინა შენს უდანაშაულო  გაჭვარტლულ სახესთან, როდესაც შენ წყევლიდი  სამოთხის რკინიგზას და შენი ვავილისებრ   სულს?

საცოდავო და მკვდარო, ყვავილო?როდის დაივიწყე რომ ყვავილი აღარ

იყავი? როდის შეხედე შენს ტყავს და გაიფიქრე რომ იმპოტენტი ბინძური და ძველი ლოკომოტივი იყავი? აჩრდილი ლოკომოტივისა? ლანდი და ზმანება ერთ დროს ძლიერი მგზნებარე ამერიკული ლოკომოტივისა?

შენ მზესუმზირავ, შენ არასოდეს ყოფილხარ ლოკომოტივი, შენ იყავ

მზესუმზირა!

და შენ ლოკომოტივო, შენ ხარ ლოკომოტივი, არც კი დაგავიწყდე მე!

და მაშინ კი ავიღე მე ჩონჩხი განიერი მზესუმზირისა და მივიმაგრე ჩემს

თავს, როგორც სკიპტრა

და მოვიღე იგი ჩემს სულში და ასე ჯეკის სულშიც და  მათ ყველაში ვინც კი

მომისმენს

-ჩვენ არ ვართ ბინძური ტყავი,  ჩვენ არ ვართ გამომშრალი,

გაბლიკული მტვრიანი ლოკომოტივი, რადგან ყველანი შიგნით ოქროსფერი მშვენიერი მზესუმზირები ვართ,დალოცვილი საკუთარივე თესლით და ოქროს თმიანი შიშველი სრულყოფილებით- მზისჩასვლისას სხეულები იქცევიან  ნაგიჟარ  მზესუმზირის ჩრდილებად , მათ აკვირდებათ ჩვენი თვალები უგონო ლოკომოტივების ჩრდილქვეშ,ბინძურ მდინარისპირას  ჩამავალი მზის ფრისკოს მთებში ხილვისას.

პირველი ფართი კენ კესის სახლში Hell’s Angels–თან.

რედვუდის ბნელ და გრილ ღამეში

გარეთ ჭიშკრის უკან იდგნენ  მანქანები,

ვარსკვლავები ანათებდნენ მქრქალად

ხეობის თავზე, კოცონი წვავდა ხორცის გვერდებს

და რამდენიმე მაშვრალ სულს შავი ტყავის ქურთუკში.

დიდი ხის სახლში, ყვითელი ჭაღი

ღამის 3 საათი. რადიომიმღების ტალღები

სალამი, როლინგ სთოუნზი,  რეი ჩარლზი, ბიტლზი,

ხტოდა ჯო ჯეკსონი, როკავდა ოცი ახალგაზრდა

მათ ვიბრაციებზე, ცოტა მოსაწევი ტუალეტში,

ნაშები ალისფერ კოლგოტებით,

ერთი გლუვ კანიანი, დაკუნთული  კაცი

საათობით ცეკვისგან გაოფლილი,

დანაგვიანებული ბაღი ლუდის

ქილებით, ადამიანის სკულპტურა

დაკიდებული  მაღალ ტოტზე, წყნარად მძინარე

ბავშვები  თავიანთ  საძინებლებში.

და პოლიციის 4  მანქანა მიყენებული გაფერადებულ

ჭიშკართან, წითელი შუქი მოციაგე  ხის ფოთლებში.

The song- Allen Ginsberg (Geo)

სიმღერა

სიყვარული

ეს მსოფლიოა.

მარტოობის

ტვირთთან ერთად,

დაუკმაყოფილებლობის

 ტვირთთან ერთად,

ჩვენ თან დაგვაქვს

 სიყვარული.

ვის შეუძლია ამის უარყოფა?

ოცნებაში

ის ეხება სხეულს,

ფიქრით

აწყობს

სასწაულს,

წარმოსახვაში

იტანჯება

სანამ ადამიანში

არ იშვება –

იყურება გულიდან

და იწვის სიწმინდით–

სიყვარული ეს

სიცოცხლის ტვირთია,

მაგრამ სიმძიმის ტარება

გვღლის

და ჩვენც უნდა განვისვენოთ

სიყვარულის მკლავებში

საბოლოოდ,

უნდა  გავნისვენოთ

სიყვარულის მკლავებში.




და მოსვენება არ არსებობს

უსიყვარულოდ,

არც ძილი

სიყვარულზე

სიზმრების გარეშე–

სიშმაგისას თუ  სიწყნარისას

ანგელოზებით

თუ მაშინარიით შეპყრობისას

საბოლოო ნატვრა

მაინც სიყვარულია.

–ვერ იქნება მეტი სიმწარე,

ვერ უარყოფ

და ვერ გაუძლებ.

–უარყოფ?

მისი წონა საკმაოდ მძიმეა.

–თავისთვის

არაფერი სურს

როგორც ფიქრია

მოცემული შენთვის მარტოობაში

უხვ

ბრწყინვალებით.

მხურვალე სხეულები

ანათებენ ერთმანეთს

სიბნელეში,

მოძრაობს ხელი

ხორცს შუა,

კანი  თრთოლავს

ზეიმისაგან

და სული იღვრება

სიამოვნებით თვალებში

ხო, ხო,

ეს არის

რაც მსურდა,

ყოველთვის მსურდა,

ყოველთვის მსურდა,

დავბრუნებოდი

სხეულს,

რომელშიც ვიშვი.

http://www.youtube.com/watch?v=CRTdAIlMdT8

Read More

Allen Ginsberg’s Poetry Forms.

Allen Ginsberg with his art piece tries to return and renew the form of true ancient eastern poetry, which is based on non rhymed, long/short verse stanzas, expressed by direct content mixed within the poetic forms-sometimes included in non rational connections between words itself. In this letter I will try to depict it and interpret them. For research I will take an example some of the rare poems of his and try to do it. (The Linguistic and poetry semantic  could be subjective) . I will use for quoting reviews of reliable critics, and insert them to give more coherent picture of poem. 

The Introduction part of my experiment will be trial of translation in My native language. This part is always interesting and complicated. But it opens huge world of semantics in poetry forms as for translator as for reader. So here it is  one of the poems An Asphodel. 

An Asphodel

O dear sweet rosy 
unattainable desire 
…how sad, no way 
to change the mad 
cultivated asphodel, the 
visible reality… 

and skin’s appalling 
petals—how inspired 
to be so Lying in the living 
room drunk naked 
and dreaming, in the absence 
of electricity… 
over and over eating the low root 
of the asphodel, 
gray fate… 

rolling in generation 
on the flowery couch 
as on a bank in Arden— 
my only rose tonite’s the treat 
of my own nudity. 

, ტკბილ დამოვარდისფრო

მიუღწეველო სურვილო,

რასაწყენია, ვერაფრით

შეცვლილ შმაგ

კულტივირებულ ასფოდელს,

ხილულრეალობას.

და ყვავილის საზარელ

ფურცლებსრა შთამბეჭდავია,

გამომთვრალიიწვე ოთახში

შიშველი

და ოცნებობდეელექტროენერგიის

უქონლობისას

ჭამდე და ჭამდეასფოდელის

ბოლოფესვს,

უღიმღამო  ბედისწერა.

ყვავილოვან ტახტზე

ახალგაზრდობის ფერხულში ჩაბმულს

არდენის ნაპირებზე.

ამჩემი ერთადერთიმასპინძელი

ჩემივე სიშიშვლე იქნება.

So I Introduced my version of poem in Georgian. There I have done little changes, but i am not going to go further about details. I would like to quote now Critical review about poem by  

The asphodel is not a particularly pretty flower, an unattractive grey colour with spiky petals. In this poem, Ginsberg likens his physical reality to the ugly plant and contrasts it to his unattainable desire, which is sweet and rosy. The asphodel also has associations with the Greek underworld and is therefore apt for the depressive and morbid state in which Ginsberg finds himself. 

About Arden:

Arden may allude to the arty Delaware village which became famous for its hippy residents. Ginsberg here addresses the ideal of all hippies, a floral bower where nature can be both observed and indulged. He longs for a primitive state, perhaps in the manner of Rousseau, or a kind of John Lennon idyll, where commercialism does not exist and love is the only answer.

And so as we see the whole picture - drunk and naked allen sitting on the couch and dreaming in the absence of electricity about himself and his situation. The point is that we see poet naked with his feeling about his fantasies and thoughts… sometimes non rational. But still The picture is quite impressive and touching. 

At the end i would like to link you one Georgian artist who made music and mixed while reading the poem An Asphodel. It is quite nice track so i advice to play it. Here it comes.

http://www.youtube.com/watch?v=9GB4GUN7SdY

ინსტ